English (United Kingdom)Georgian (Georgia)Russian (CIS)
Link to this Page:
Code to add link on your Site:
2012-02-07 - Tqveni Shou(Your Show) - New episode is available here
2012-02-07 - Nanukas Show - New episode is now available here
2012-02-05 - Comedy Show - New episode is available here
2012-02-05 - The Vano's Show - New Year Show is now available here
2012-02-04 - My Wife's Friends - New episode is available here
2012-02-03 - 100° Celsius - New episode is now available here
2012-01-03 - Night Show (gamis shou) - New episode is now available here
2012-02-03 - TV Show Profile(Profili) - New Episode is available here
2012-01-27 - MOAMBE - TV News archive: 1TV - Moambe
2012-01-23 - Georgian Movie "90/60/90 - Anu Gogogna Slaididan" is now available here
2012-01-22 - Georgian Movie "Garigeba 2 - Oci Clis Shemdeg" is now available here
2012-01-15 - Shua Qalaqshi - Last episode of Season 11 is now available here
2011-12-31 - GeoStar(jeostari 2011) - FINAL SHOW is available here
2011-12-30 - Gogona Gareubnidan - New episode is now available here
2011-12-23 - Georgian Movie "Mamachemis Girlfirend"(My Fathers Girlfriend) is now available here
2011-12-23 - Junior Eurovision 2011 (Winner Georgia)- Full Video is available here

RUSTAVI2

  • ივანიშვილების მასწავლებლის სკნდალური წერილი

    რატომ მოწამლა უტა ივანიშვილმა მისი ინგლისურის მასწავლებელი. ამერიკის ყოფილი მოქალაქე - პატრიკ დაუნი, - რომელიც, 2007-2008 წლებში, ივანიშვილების მასწავლებლად მუშაობდა, სკანდალურ წერილს აქვეყნებს, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ ბევრი დეტალი ხდება ცნობილი.

    ”ივანიშვილებთან ცხოვრების და მუშაობის დროს მივეჩვიე მოულოდნელობებს, მაგრამ ჩემი მოწამვლა იყო ის, რასაც მილიონი წელი ვერ წარმოვიდგენდი,” - აცხადებს თავის წერილში პატრიკ დაუნი.

    მისი მტკიცებით, უტა ივანიშილმა მას დამამშვიდებლების ოცმაგი დოზა დაალევინა, მას შემდეგ კი, რაც ცუდად გახდა, ბიძინა ივანიშვილის დაცვამ მისივე პირად ექიმთან სამკურნალოდ წაიყვანა. მოგვიანებით, პატრიკ დაუნის საქართველოს დატოვებაც მოუხდა, რადგან ივანიშვილის გარემოცვამ დააშინა.

    წეერილზე კოემნტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, პატრიკ დაუნის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მისი ნალაპარაკები ჟურნალისტებმა სერიოზულად არ უნდა აღიქვან.



  • უხვმა ნალექმა სამეგრელოს პრობლემები შეუქმნა

    უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ზუგდიდი-სენაკი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი, დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ადგილას ჩაიკეტა და შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.

    მოხდა რამდენიმე ავტოავარია. მათგან ერთი ქვალონში, სადაც ერთმანეთს 5 ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები.

    გზებზე მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.



  • ედპ ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ

    ეროვნულ-დემოკრატები წინასაარჩევნოდ, ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ. პარტიის წევრები ემიჯნებიან, როგორც მმართველ ძალებს, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილ კოალიციას. განცხადება ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ საიუბილეო სხდომაზე გააკეთა. პარტიას დღეს 95 წელი შეუსრულდა.

    `სახიფათო ორი პოლუსი აშკარაა, ერთ მხარეს დგას ხელისუფლება ყველა სფეროში თავისი უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტებით, მეორე მხარეს კი წარმოდგენილია მილიარდებით აღჭურვილი მისივე ერთგვარი ანარეკლი, სადაც პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ და სადაც პოლიტიკური პარტიები მხოლოდ გარეგანი კოსმეტიკისთვის სჭირდებათ. მეორე პოლუსის შემადგენილი ნაწილია ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთა მიზანია მესამე ცენტრად მოგვევლინონ, რეალურად კი ისინი მეხუთე კოლონის მისიას ასრულებენ. ეს არის ცრუ პოლიტკური ალტერნატივა, ძალაუფლების მოპოვების გაცხოველებული სურვილი და ოცნებების ოლიგარქია. ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ გზას, რომელსაც გია ჭანტურია მესამე გზას უწოდებდა. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩიხში არასოდეს მოვხვდებით,`- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.



  • ლეიბორისტების მორიგი ბრალდება ივანიშვილის წინააღმდეგ

    ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დამსჯელი ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებაში ადანაშაულებს. პაატა ჯიბლაძის თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლებას 1,243,000,000 ლარი გადაურიცხა, რისი საშუალებითაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლიცია შეიქმნა.

    `ორშაბათის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა სააკაშვილ-მერაბიშვილის დამსჯელი ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება, რომელმაც შემდეგ თავის მოსახლეობას სასაკლაო მოუწყო, შექმნა პოლიტიკური პოლიცია და მრავალი უდანაშაულო ადამიანი სრულიად უკანონოდ ციხეებში გამოამწყვდია,` - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

    პარტია ბიზნესმენს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ხელისუფლებისთვის გადარიცხული თანხის დეტალური ანგარიში.



  • `ქართულ ოცნებას` სალომე ზურაბიშვილი და გუგული მაღრაძე შეუერთდებიან

    ოჯახური პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში – დღეს `ქართული ოცნების` ლიდერმა პირადად წარადგინა ახალი პრესსპიკერი, რომელიც ირაკლი ალასანიას მეუღლის და, მაია ფანჯიკიძე იქნება.

    ივანიშვილმა თავის კოალიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს გუგული მაღრაძე და სალომე ზურაბიშვილი შეუერთდებიან. ის ასევე მოლაპარაკებებს მართავს გია ჟორჟოლიანის სოციალ-დემორკრატებთან და გია გაჩეჩილაძის `მწვანეთა პარტიასთან`.

    `ხვალ ან ზეგ მე მექნება შეხვედრა ქალბატონ გუგული მაღრაძესთან. მასთან პრინციპულად შეთანხმება მიღწეულია, მე მას ვთავაზობ მთლიანად გაერთიანებას ჩემს მომავალ პარტიაში. ასეთივე მოლაპარაკებები გვაქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გარკვეულია, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა ქალბატონი სალომე. შეგახსენებთ, რომ მე მივიღე წერილი სოციალ-დემოკრატების ლიდერის გია ჟორჟოლიანისგან, რომელიც გვთავაზობს თანამშრომლობას მაჟორიტარებთან დაკავშირებით ცალკეულ რეგიონებში და ჩვენ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით ვიღებთ, ასევე განვიხილავთ მწვანეთა პარტიას,`- განაცხადა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა.



  • თელავში სილამაზის სალონი აფეთქდა

    თელავში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. აფეთქება ერთ-ერთ სილამაზის სალონში გაზის გაყვანილობიდან გაჟონილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. დაშავებულთაგან სამი ბავშვია, სამი კი სილამაზის სალონის თანამშრომელი.

    ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ მათ თბილისში გადაიყვანენ.



  • დასავლეთ საქართველოში 6,000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

    უამინდობის მიზეზით დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში 6 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დენის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება. სხვა მხრივ, ენერგომომარაგების თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემები არ შექმნილა.

    `არის გარკვეული დაზიანებები, დღესდღეობით 12 საათის მდგომარეობით გათიშულია სულ 6317 აბონენტი, რაც 0,7 პროცენტს შეადგენს და შესაბამისად, ამ აბონენტებს რამდენიმე საათში ჩართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო გაუარესდა კლიმატური პირობები, ენერგეტიკული სექტორი გააკეთებს მაქსიმუმს, რათა მოსახლეობას არ შეეხოს რაიმე სახის შეზღუდვა და ნებისმიერი ავარია დროულად აღმოიფხვრას,`- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.



  • დიდთოვლობის გამო დუშეთში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

    დიდმა თოვლმა დუშეთის რაიონში, სოფელ არაგვისპირში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა გამოიწვია – შენობა ნაწილობრივ დაინგრა, თუმცა ახლა უკვე საფრთხე სახლის დარჩენილ ნაწილსაც ემუქრება და შესაძლოა, ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.



  • რუსული ემბარგო უკრაინულ და ნორვეგიულ პროდუქტსაც შეეხო

    მეზობლების პოლიტიკით უკმაყოფილო რუსეთი კვლავ თავის მთავარ იარაღს იყენებს. საქართველოს, ბელარუსისა და მოლდოვის პროდუქციის შემდეგ ემბარგო უკრაინულ და ნორვეგიულ პროდუქციასაც შეეხო. გენადი ონიშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უკრაინული ყველის შეტანა იკრძალება. მიზეზად რუსეთის მთავარი სანიტარი ტრადიციულად პროდუქციის უხარისხობას ასახელებს. ონიშენკოს უწყება ემბარგოს უმზადებს ნორვეგიელ მიმწოდებლებსაც.

    სანიტარიული სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შემოწმებამ ნორვეგიულ თევზეულში ნაწლავური ჩხირების შემცველობა გამოავლინა და ამის შესახებ პარტნიორებს უკვე ოფიციალური წერილით მიმართა.



  • სკოლებში სწავლა 13 თებერვლამდე შეწყვეტილია

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო 2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.