IPTV.GE - Video Portal
IPTV.GE - Video Portal
|
Regions.ge news
- გურულებმა შარმანაშვილი გადარიეს?
უკვე პარლამენტის დონეზეა დაწყებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესი. ერთ-ერთი ასეთი განხილვა ოზურგეთში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართა. ამ შეხვედრაში ძირითადად საჯარო მოხელეები, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას. - მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა აკრძალული იქნა. Bბაზრის დემონტაჟის შედეგად, მოვაჭრეთა ნაწილი ახალ სავაჭრო ცენტრში გადავიდა. Nნაწილმა კი კვლავ შეჩვეულ ადგილზე ირჩია მუშაობა. რამაც გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის. მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან სწორედ ხელისუფლების პრეროგატივაა მათი პრობლემების მოგვარება. - ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შეიტანეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ლევან მგელაძის ოჯახის ტრაგიკულად დაღუპულ წევრთა ხსოვნას. შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული, 10 და ერთი დამატებითი, ყოფილი აგრარული ბაზრის საკითხი განიხილეს. რომლის განხილვის წინადადება დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ დააყენა, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარისგანვე მიიღო თანხმობა. - თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა?
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს. - შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. "სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ. - გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა - "ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა"
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა. - მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ. - ხევსურული (დღიურებიდან) ცხოვრების ეპიზოდები
სპექტრი. თელავიდან თბილისის მიმართულებით გომბორის ახლადდაგებულ გზატკეცილს თუ გაუყვებით, 20 კილომეტრში ქალაქის რიტმული ცხოვრებისგან განსხვავებულ და ზაფხულის შემაწუხებელი სიცხისთვის უჩვეულო, გრილ გარემოში აღმოჩნდებით. ცამდეაზიდული მთების სიდიადეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის გორებზე შეფენილი, ხევსურებით დასახლებული სოფლები _ თეთრწყლები და კობაძეები. აქ, გარემო პირობებთან ერთად, ხალხიც განსხვავებულია _ როგორც ჩაცმულობით, ასევე საუბრის კილო-კავითა და ტრადიციით. - ხანძარი _ ეკოლოგიური საფრთხის დასაწყისი!
სპექტრი. 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით გლობალური დათბობის პირობებში ხანძრის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ტყეები მასიურად დაიწვა რუსეთში. საქართველოში ცეცხლი გაჩნდა ბორჯომის ტყეშიც. ხანძრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროშიც. რა პირობებში უხდებათ მუშაობა მეხანძრეებს და რა არის ცეცხლის გაჩენის მიზეზი? ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი გვესაუბრება. - სამი ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
სპექტრი. 27 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 2010 წლის 28 იანვრის #6 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს. - სამი ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდა
სპექტრი. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა. 28 აგვისტოს ტაძარში წირვა მამა რაფაელმა აღავლინა. - ანსამბლი "გურჯაანი" გრან-პრის მფლობელი გახდა
სპექტრი. ორიოდე კვირის წინ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი" იტალიიდან დაბრუნდა. მსოფლიოს ხალხთა 27-ე ფესტივალზე, 34 ქვეყანას შორის მან საუკეთესო ანსამბლის სტატუსი მოიპოვა. - ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია
ზაალ კუჭუხიძემ ფოთის # 70 საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. იგი, რამდენიმე კვირის განმავლობაში უარყოფდა ხმებს, თნამდებობიდან წასვლის შესახებ. 27 აგვისტოს კი, სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ საუბრის მომენტში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად.




