მთავარი

  • "TVპირველი"-ს მორიგი ტყული "პატრიოტთა ალიანსზე"
    14:20 06.10.2020
    "პატრიოტთა ალიანსის" პროპორციული სიის წევრი, ჟურნალისტი ანი კიკნაძე TVპირველის ეთერში გასულ მორიგ ცილისმწამებლურ სიუჟეტს ეხმაურება: 




    უზნეო ტყუილი! 

    მარიამ გაფრინდაშვილის ტექსტი: 

    "პატრიოტთა ალიანსის" მუქარა. ირმა ინაშვილის პარტია ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას აანონსებს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთა და თქვა, რომ პარტია ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს." შემდეგ მოდის რუსუდან ჯაბანაშვილის ჩართვა და სათაური, სადაც ასევე ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი. რა ხდება სინამდვილეში... დავით თარხან-მოურავმა, ობიექტივის ეთერში ისაუბრა 900 000 აუდიო ჩანაწერზე და არა ფარულ ჩანაწერზე. ეს აუდიო ჩანაწერები არის საერთო სახალხო გამოკითხვის, პატრიოტთა ალიანსის მასშტაბური კვლევის ნაწილი. ეს აუდიო ჩანაწერები არ არის ფარული, არის კანონის ყველა დაცვით გაკეთებული და მას მიიღებს ყველა საელჩო და საერთაშრისო სადამკვირვებლო მისია. გადაცემის ეს მონაკვეთი, სადაც აუდიოჩანაწერებზეა საუბარი ჟურნალისტმა თავად მომაწოდა. ანუ ტვ 1-ზე მოისმინეს და იმის მიუხედავად, რომ სიტყვა "ფარული ჩანაწერი" არსად თქმულა, სათაურსა და წამყვანის ტექსტში, მაინც ასე გაიტანეს. ეთერში გასვლის შემდეგ, დავინტერესდი, რატომ მოხვდა ტიტრსა და წამყვანის ტექსტში ფარული ჩანაწერების თემა, რაზეც დავით თარხან-მოურავს არაფერი უთქვამს. 

    ჟურნალისტის განმარტებით, მას ფარული არ უხსენებია, თუმცა ასე აღიქვეს. რადგან ჟურნალისტისავე განმარტებით, მხოლოდ საკუთარ ნათქვამზეა პასუხისმგებელი, პროდიუსერს დავუკავშირდი. ნინი საყვარელიძსგან მივიღეთ პასუხი რომ აუდიოჩანაწერების გავრცელება ნიშნავს რომ ის ფარულია. ამ ლოგიკასთან ძალიან უძლური ვარ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტვ 1 დაგვიკავშირდა საპასუხო კომენტარისთვის. ტექსტური შეტყობინებით, განვუმარტე მე პირადად რუსუდანს, რომ ფარულ ჩანაწერებზე არაა საუბარი. რუსუდანმა ეს განმარტება ჩართვაში ნამდვილად გააკეთა. თუმცა წამყვანის ტექსტსა და სათაურში ტყუილი დარჩა. პარტიაში ამ დროისთვის კომენტარი ვერ გაკეთდებოდა ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ უნდა გაავრცელოს ტყუილი. კითხვები არარსებული ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. არავის გაუკვირდება ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს არაადეკვატური კომენტარები. ასეთივე შეცდომაში შეიყვანეს გია ვოლსკი და კახა კალაძე, თუ არ ვცდები პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩართვას ისევ მარიამ გაფრინდაშვილის რეპლიკა ასრულებს "პატრიოტთა ალიანსის" მუქარის შესახებ. აი ასე იქმნება ტყუილები და ტყული არის უზნეობა.


  • დონალდ ტრამპი: ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან!
    15:20 20.04.2020
    19 აპრილი, თეთრი სახლი

    დონალდ ტრამპი: „ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. მე არაფერს ვერჩი მეჩეთებს. მე მქონდა საუბარი იმამებთან, რაბინებთან, სასულიერო პირებთან. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სოციალური დისტანცირების წესს. მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს რა რწმენა გაქვთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა რწმენას განსხვავებულად ეპყრობიან. არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან!"


  • რეპორტაჟი სამების საკათედრო ტაძრიდან
    ავტორი ნინო მიქიაშვილი
    18:58 18.04.2020
    „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, მრევლს, სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს.

    გიორგი კასრაძის ფოტო
    მრევლს შორის სამი ადამიანი იყო მთელი საქართველოსათვის ცნობილი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მამუკა გიორგაძე. როგორც სხვა დროს, ჩვეულებრივ, სამივე მათგანი ეზიარა.

    სამებაში მყოფთა შორის ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო, სამი მცირეწლოვანი, ერთმანეთზე ლამაზი გოგონებით. მთელი ღამე სამების ეზოში იყვნენ. ბავშვებს საზეიმო კაბები ეცვათ. დიდიან-პატარიანა ეზიარნენ.

    მრევლი ექიმებისა და ხელისუფლების დაწესებულ დისტანციას ზედმიწევნით იცავდა. პატრულს მისხალისოდენა არაფერი შეშლია. წესრიგს მხოლოდ ჟურნალისტები არღვევდნენ, სახარბიელოდ არ იქცეოდნენ. იმედია წლების მომატებასთან ერთად ჭკუაც მოემატებათ და ლიბერალურ ტალღაზე არ დარჩებიან.

    სამების ტაძარში ჩვენი პატრიარქის გარდა უკლებლივ ყველას ნიღაბი ეკეთა. შესასვლელში სტიქაროსნები ნიღაბს აძლევდნენ ყველას, ვისაც არ ჰქონდა.ეზოში ნიღბის გაკეთება სავალდებულო არ გახლდათ.

    ეზოში პატრულმა ჩამოიარა და ვისაც ნიღაბი არ გვეკეთა, გვკითხა, თუ გჭირდებათ და არ გაქვთ, მოგართმევთო.

    ჟურნალისტებმაც ჩამოგვიარეს - გილოცავთ, ჩვენს მაყურებელს რას ეტყვითო და სანამ კითხვას დასვამდნენ, თავაზიანი უარი ვუთხარი. ჩემს გარშემო უმეტესობამ ტელეკომენტარზე უარი თქვა. უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ (ორნი), ან რუსები, ან უკრაინელები. სანთლები აანთეს და ცოტა ხანს ჩვენთან ერთად ასე იდგნენ.

    ქართული არხები გუშინ ძალიან გაისარჯნენ და დაიხარჯნენ - თითო არხიდან სამი, ხუთი და მეტი გადამღები ჯგუფი იყო სამებაში. ასევე უამრავი ფოტოგრაფი იყო მოსული. დიდ მზადებაში უყვნენ, მაგრამ სამების ეზო რომ არ გაივსო და გადაივსო, მოგვიანებით ჟურნალისტების რაოდენობა შეთხელდა.

    მე ეზოში ვიდექი. მონიშნულ ადგილს რომ გადაცდებოდი, შენთან სტიქაროსანი, ან სასულიერო პირი მოდიოდა და დისტანციის დაცვას გთხოვდა.

    ზიარების დაწყებამდე დაგვირიგეს პოლიეთილენის პარკში ჩადებული პასკის ნაჭერი, წითელი კვერცხი და სანთელი. მოგვიანებით პატარა პასკები დარიგდა. უწმინდესი რომ წაბრძანდა, ოთხს აკლდა ხუთი წუთი. ამ დროს უკვე წვიმდა.

    სამებაში მყოფთა უმეტესი ნაწილი ვეზიარეთ - სამების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელთან გრძელ რიგში ვიდექით.

    წვიმამ რომ გადაიღო ექვს აკლდა 15 წუთი. მე ამ დროს უკვე სახლში ვიყავი. რაიმე საინტერესო თუ გამომრჩა, კომენტარებში დავწერ.


  • საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ცრუ კვლევებს ავრცელებს
    17:57 24.02.2020
    „პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონო მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.


    „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი პარტიის გამოკითხვის შეგედებს კიდევ ერთხელ ასაჯაროვებს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 214 000 ამომრჩეველი გამოიკითხა.

    „შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯამში 185 000-ზე ნაკლები ადამიანი მივიდა. ჩვენ კი, ამ ქალაქებში 214 000 ამომრჩეველი გამოვკითხეთ, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ჯამში მივიდა არჩევნებზე!

    გაირკვა, რომ მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს სააკაშვილის პარტიას, 0,48% - ბოკერიას პარტიას, 0,2%- ნათელაშვილის პარტიას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ, მათ ირგვლივ თავმოყრილ პარტიას (ერთად აღებულს) მხარს ამომრჩევლის მხოლოდ 1.3% უჭერს!

    ამგვარად, ჯამში, სააკაშვილს, ბოკერიას და მათ ირგვლივ გაერთიანებულ კიდევ 30 პარტიას მხარს ამომრჩევლის
    8,5%-ც კი არ უჭერს მხარს! მაშინ, როდესაც ჩვენ მათზე ხუთჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს!

    საინტერესოა, რომ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებზე ეს 32 პარტია ჩვენზე 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ნაკლებ ადამიანს ჰკრებს! ანუ ხალხი მათთან უბრალოდ არ მიდის!

    საინტერესოა, რომ ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!

    საინტერესოა, რომ ვერც კარდაკარ დაიდან და ვერც რაიმე ტიპის გამოკითხვას აწარმოებენ, რადგან 1000 აქტივისტიც კი არ ჰყავთ, რომ ყველაზე მარტივი გამოკითხვა ჩაატარონ!
    სამაგიეროთ, დაუსრულებლად ქირაობენ სხვადასხვა მატყუარა კომპანიებს და თვალში ნაცარს გვაყრიან!

    საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონის მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ. ვაი, თქვენს პატრონს, მართლა. ახლა აიღეთ ეს კომენტარი და გაავრცელეთ პარლამენტის ოფიციალური საიტიდან“- წერს ინაშვილი.


  • ირმა ინაშვილი - „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, რაც დანაშაულია და დასჯადია
    14:00 05.02.2020
    „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

    „აქ საუბარი აღარ არის მხოლოდ პარტიების რეიტინგზე. „ენდიაის“​ კვლევა და ქალბატონი თორტონის საქართველოში საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს ე.წ. კვლევა არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ანგაჟირებული და ცალმხრივი. ეს თავხედობა უნდა დამთავრდეს. ქალბატონი თორტონი არ არის თავისუფალი. დიახ, ეს კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია. პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია“, – განაცხადა ინაშვილმა.

    მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ტყუილს უპირისპირდება.

    „ჩვენ ვუპირისპირდებით მცდელობას, გარკვეულმა ჯგუფებმა ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიონ აბსოლუტურად ვირტუალური რეალობა, რაც მოწყვეტილია სინამდვილეს, ქართველი ხალხის რეალურ განწყობას. ეს ახლა არ დაწყებულა და ჩვენში ეს პროტესტიც დღეს არ გაჩნდა. „ენდიაის“​ და აიარაის თბილისის ფილიალების საქმიანობაზე ვსაუბრობ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ორგანიზაციების კვლევებისადმი საზოგადოებაში სრული უნდობლობაა. ქართული საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ მათი არც ერთი პროგნოზი და კვლევის შედეგი არ გამართლებულა და ცდომილება უზარმაზარ მასშტაბშია“, – განაცხადა ინაშვილმა.

    მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით არის გამოკვეთილი ამ ორი ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა.

    „მგონი, უკვე პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ის რეალობა არ არის, რა პროცენტებსაც თავს გვახვევს ამ შემთხვევაში „ენდიაი“, რომელმაც ბოლო კვლევა გამოაქვეყნა. პირდაპირ ჩანს მცდელობა, რომ კვლავ სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან მიბმული პარტიები გაიტანონ, დაეხმარონ და დააწინაურონ. ეს ყველაფერი ღიად ჩანს. თუ ადრე იყო მცდელობა, ეს პროცენტები რაღაცნაირად შეელამაზებინათ, დღეს სრულიად ცინიკური გზით წავიდნენ და უკვე ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს“, – განაცხადა ინაშვილმა.

    მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის შემდეგ უზარმაზარი მასშტაბის გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს სამ დიდ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში და ამ კვლევამ ტენდენციებთან ერთად რეალური რეიტინგებიც აჩვენა.

    „ჩვენ პრაქტიკულად, სახალხო რეფერენდუმი ჩავატარეთ ამ სამ დიდ ქალაქში. 214 000 ადამიანი გამოვკითხეთ და ეს სეგმენტი, 214 000 ადამიანი არ არის ავატარების ერთობა. ესენი არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც ანკეტას ავსებენ და აფიქსირებენ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს. სხვათა შორის, იქ შეკითხვები „ენდიაისა“ და „აიარაისთან“ დაკავშირებითაც არის და მათ კვლევებს გამოკითხულთა მხოლოდ 3 % ენდობა, ხოლო 80,1% აბსოლუტურად არ ენდობა. არის სეგმენტი, რომელიც „ენდიაის“ არასდროს გამოუკითხავს. მარტო ის კი არა, არც მისი ახლობელი გამოუკითხავს, არც ნაცნობი და ა.შ.“, – განაცხადა ინაშვილმა.

    მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს დოკუმენტაცია ღიად გამოიტანა ბრიფინგებზე და მედიას საშუალება ჰქონდა, ნებისმიერი ფურცელი გადაემოწმებინა, „ენდიაი“ კი ამას არასდროს აკეთებს.

    „ეს გააკეთოს „ენდიაიმ“. დააკვირდით, მისი მასშტაბი როგორია – 1800-დან 2 000-მდე რესპოდენტი და ისიც ინკოგნიტო, ფარული. ვფიქრობ, ეს ბაზა საერთოდ არ არსებობს და პირდაპირ მონაცემებს წერენ, რაც მათ უნდათ. ამ შემთხვევაში, ქალბატონ თორტონს უნდა, სააკაშვილი და ბოკერია დააწინაუროს. დიახ, უნდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს, ბოკერიას პარტიას 0,48%, ნათელაშვილს კი 0,2%. აი, რა არის მათი რეალური რეიტინგი. ამ ორბიტაზე მიბმული 29 თუ 30 პარტიის რეიტინგი ჯამში, 1,3%-ია“, – განაცხადა ინაშვილმა.

    „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოების მხრიდან „ენდიაისა“ და „აიარაის“კვლევების მიმართ სრული უნდობლობაა, კვლევები უნდა შეჩერდეს და ამ ორგანიზაციების მხრიდან მათი ტირაჟირება უნდა შეწყდეს.

    „ქვეყნის შიგნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ტყუილი დავანგრიოთ და აქ ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, ქვეყნის გარეთ კი, იმედი მაქვს, პირველ რიგში, აშშ-ის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაინახავს ქართველ ხალხს და დაინახავს იმას, თუ რაოდენ დიდია ქართველი ხალხის გაბრაზება საქართველოში ამერიკული ორგანიზაციების კვლევების მიმართ. ჩვენ არ ვართ საცდელი ლაბორატორია. არ ვართ ლორა თორტონის, დევიდ კრამერის, ვიღაც შენემანის და სხვების, ამ ტიპების საცდელი ლაბორატორია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    მისი თქმით, დიდი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ამ თემით დეტალურად დაინტერესდება.


  • ვლადიმერ ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე - მე სწრაფი ადამიანი ვარ, ვფიქრობდი „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა
    15:00 10.12.2019
    მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    "ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც რაღაცაზე შევთანხმდით ზოგიერთ საკითხში. ის დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და ჩვენ გვიწევს ყველა სიტყვის რეგულირება. ესეც რთულია. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, ჰოპ, ჰოპ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ არა. სხვაგვარად მოხდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, რადგან "ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის".

    "ბევრი საკითხი წამოიჭრა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი რეზულტატი გვქონდა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტაა. მეტად მინდოდა პრობლემის გადაჭრა. მთავარია, რომ ვისაუბრეთ, რადგან თუ ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, გუშინ "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა შედგა.


  • კანონიერი დანაშაული ძველ თბილისში
    13:21 10.08.2019
    ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ერთვის ფოტომასალა:

    "ვალუტის გადამცვლელი ეს პუნქტები განთავსებულია ძველ თბილისში, მეიდანთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე.

    მიმდინარეობს  ტურისტების მოტყუება, ძალიან  უსინდისო მეთოდით. წარმოუდგენლად დაბალი კურსის გამო 100 დოლარის გადახურდავების შემთხვევაში, 50-55 ლარს პარავენ ქვეყნის სტუმარს.

    ეს არის უსამართლობა, კარგად შენიღბული აფიორა და ვინმემ უნდა გააკონტროლოს!

    როგორც ერთმა მოქალაქემ, ყველა ამ პუნქტის მოლარეს ვუთხარი ჩემი სათქმელი, როცა ჩავიარე, მაგრამ ეს რას შველის საქმეს?! ალბათ კიდევ რამდენი ასეთი ობიექტია..."



  • ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ავსტრიის ელჩს შეხვდნენ
    13:25 05.04.2019
    დღეს, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ლომია და ამავე ფრაქციის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შევხდნენ.

    ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ავსტრიის მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

    "ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ავსტრიის მოდელით. მოგეხსენებათ, ავსტრია, ერთის მხრივ, ევროკავშირის წევრია, მაგრამ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. არ არის არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ევროპაში ნეიტრალიტეტის მოდელი აქვს ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიას. ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ წარმოადგენენ ნეიტრალურ სახელმწიფოებს.  არ არიან გაწევრიანებულნი ნატოში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი ავსტრიის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოდელებზე",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი  სოციალ-დემოკრატების“ ლიდერების განცხადებით, უახლოეს ხანში იგეგმება ვიზიტი ვენაში, სადაც ვენის მოდელის თემაზე შეხვედრები გაიმართება ავსტრიელ სამხედრო ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან, პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომდგენლებთან.



  • მსახიობები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში დააჯილდოვეს
    14:05 18.03.2019
    კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა:

    საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე
    საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე
    საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია

    რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია გახდნენ.

    “ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ- კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

    Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ნომინაციაში კინემატოგრაფისტებს წარადგენს და შემდეგ საუკეთესოებს აჯილდოვებს.


  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დიდი დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
    14:00 18.03.2019
    თბილისში, დიდი დიღომში ტექნიკის საწყობში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს 1 მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს 2 ლეკვი.

    შემთხვევის ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.


  • ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია
    13:58 18.03.2019
    16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

    მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია.

    “ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


  • გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს
    13:39 18.03.2019
    პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

    „ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

    სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.


  • “პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს
    13:30 18.03.2019
    ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში, პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს.

    როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს. ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ.

    მაისაია არ გამორიცხავს, რომ ბესელიამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.

    “პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში. “გაერთიანებული ოპოზიციაც” ეპოტინება ამ ელექტორატს, არ არის გამორიცხული “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახდინოს გარდაქმნა და მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გვერდზე გასწიონ. “ევროპული საქართველო” საერთოდ ამორფული გაერთიანებაა და რომ არა გარეშე ძალები დახმარება, მისი არსებობა, ასევე, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ანტიმიშისტური ელექტორატი დღეს წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას. ისინი არ არიან “ოცნების” უპირობო მხარდამჭერები”, – განუცხადა “მთავარს” ვახტანგ მაისაიამ.

    მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” პარტიული დისციპლინა აღარ არსებობს.

    ” 2020 წელს, ჩვენ შესაძლოა საპარლამენტო კრიზისი მივიღოთ. საპარლამენტო კრიზისი კი სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი კონსტიტუციით, მართვის ძირითადი ელემენტები პარლამენტის ხელში გადავიდა და ამ დროს კი პარლამენტში, კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ გვაქვს სახლი, მაგრამ როდის გამოჩნდებიან შიგ მოსახლეები, არავინ იცის”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.


  • „პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ - რამაზ საყვარელიძე (ვიდეო)
    ავტორი მარი ჯომარჯიძე
    15:30 11.03.2019
    პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ობიექტივის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია შეაფასა, რომელიც 7 მარტს სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების მოთხოვნით.

    „ობიექტივის“ წამყვანის, ილია ჩაჩიბაიას მიერ დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ გააშუქეს მედიასაშუალებებმა ეს ფართომასშტაბიანი აქცია, საყვარელიძემ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის ამგვარი ბოიკოტირება პარტიის სიძლიერეზე მიანიშნებს.

    "პატრიოტთა ალიანსის" მომხრეებს ეს ფაქტი უნდა გაუხარდეთ. პარტიის აქციის ამგვარი ბოიკოტირება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ძალიან ძლიერი, შთამბეჭდავი აქცია იყო. „პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ. მოგეხსენებათ, პოლიტიკა ბრძოლაა და ნუ გაგვიკვირდება, რომ ამ პარტიას ბრძოლას დაუწყებენ თუ მასში დაინავხავენ რეალურ ძალას. ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.

    აქციის მოწყობა არის ერთერთი გზა, რომელიც თანდათანობით დააგროვებს მუხტს, რომელიც ხელისუფლებაზე იმოქმედებს. ამიტომ აქციები გასაკეთეებლია, მაგრამ მაინც გადამწყვეტია არჩევენები. მოსახლეობას უნდა გაუსიგრძეგანოს თითოეულმა პარტიამ, ვინ რას აპირებს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით. მოსამართლეების თემა პარტიების საარჩევნო რიტორიკაში უნდა ჩაჯდეს" - განაცხადა საყვარელიძემ „ობიექტივის“ „დღის სტუდიაში“ ჩართვისას.



    წყარო "ობიექტივი"


  • გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა
    14:21 04.03.2019
    მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად, - განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ის და ფრაქციის რამდენიმე წევრი ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და უერთდება "პატრიოტთა ალიანსს".

    „უმრავლესობას მე და ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც ტოვებენ და ალბათ, სხვებიც დატოვებენ. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. ეს ფრაქცია იქნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და სოციალ-დემოკრატები. ასეთი ახალი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას დღეიდან პარლამენტში”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


  • "ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური" - ირმა ინაშვილი
    14:21 04.03.2019
    "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

    ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა,- მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში" - აცხადებს ირმა ინაშვილი.

    დეპუტატმა გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ის პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას.

    გია ჟორჟოლიანის თქმით, ის მირიან წიკლაურთან ერთად პატრიოტების ფრაქციაში გააგრძელებს მუშაობს.

    "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" ცოტა ხნის წინ ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა.

    "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი. 27 თებერვალს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ზვიად კვაჭანტირაძემაც.

    უმრავლესობიდან მეტი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში "ევროპული საქართველო" უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.

    ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა. უმრავლესობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს კრიტერიუმები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეირჩეს.




  • სერბეთის ეკლესია უკრაინის "ახალი ეკლესიის" წარმომადგენლებთან თანამსახურებას კრძალავს
    14:21 01.03.2019
    სერბეთის მართმადიდებელი ეკლესია უკრაინის ე.წ. ახალ ეკლესიას არ სცნობს - ამის შესახებ სერბეთის ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება კანონიკური სამართლის სრული უგულვებელყოფით იქნა მოწვეული, რადგან მასში სქიზმაში მყოფი ადამიანები მონაწილეობდნენ.

    წერილის მიხედვით, სერბ კლირიკოსებს ამიერიდან ეკრძლებათ უკრაინის ე.წ. ეკლესიის წარმომადგენლებთან, ასევე მოქალაქე ეპიფანე დუმენკოსთან თანამსახურება. ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იმ მაღალიერარქებთან თანამსახურება, ვინც არსებულ წარმონაქმნს აღიარებს.

    წყარო: "ობიექტივი" (ვიდეო)



  • პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსი (აკია) ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა
    14:15 01.03.2019
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა.

    მედიასთან საუბრისას ბარბაქაძემ აღნიშნულის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბარბაქაძემ თავდაპირველად პრეზიდენტის მრჩევლად დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იანვარში, თანამდებობაზე ოფიციალურად გაფორმებამდე მისთვის გაცილებით საინტერესო შეთავაზება მიიღო, რის გამოც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე უარი თქვა.

    პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი უსაფრთხოების საკითხებში ამჟამად ვაკანტურია.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩევლები დეკემბერში წარადგინა, მათ შორის კი იყო მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – ალექსი ბარბაქაძე, რომელიც მანამდე ამავე მიმართულებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.


  • დონალდ ტრამპის თქმით კიმ ჩენ ინი დიადი ლიდერია
    18:21 27.02.2019
    ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა დაიწყო.

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იქნება.

    „მივიჩნევ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი უსაზღვროა. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის. თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

    თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა მამაცობა გამოიჩინა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით“.

    „ჩვენი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით უნდობლობასა და პრობლემებს დაძლევენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა რეალურ შედეგებს გამოიღებს“, - დასძინა მან.



  • კობახიძის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება - ნუკრი ქანთარია
    18:10 25.02.2019
    პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

    “ეს ის საკითხია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ვიწრო ჯგუფში უნდა გადაწყდეს და მერე უმრავლესობაში შეთახმდეს. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - მას აქვს რაღაც თვისებები, მაგრამ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობები უჭირს, რაც ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა. არსებობს ცვლილებების მოლოდინი, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

    ქანთარიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარტია “ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგი და სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, რაც საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

    მმართველ პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე ქანთარია არ საუბრობს, თუმცა კითხვაზე, ელის თუ არა ის პარტიის ხელმძღვანელი პირების შეცვლას, ქანთარიამ აღნიშნა, “რა თქმა უნდა, ცვლილება პარტიის თავმჯდომარეს არ შეეხება“.


IPTV.GE provides access to various Georgian free TV channels to Georgian speaking audience. On IPTV.GE you can watch TV News and political Talk Shows from leading Georgian TV Channels Rustavi2, Imedi, Maestro, Georgian Public Broadcaster, but also many educational, cultural and other TV shows.